კონსტიტუციური ხელშეკრულების თეორია

კონსტიტუციური ხელშეკრულების თეორია
კონსტიტუციური ხელშეკრულების თეორიის მიხედვით, ფედერაციულ სახელმწიფოში სუვერენულია მხოლოდ ფედერაციის სუბიექტი, მაშინ როცა ფედერაციას შეზღუდული სახელმწიფოებრიობა აქვს. სახელმწიფოებრიობის შეზღუდული ნიშნები ფედერაციულ სახელმწიფოს გადაცემული აქვს დამფუძნებელი ხელშეკრულებით (Constitutional Compact). ფედერაციის სუბიექტები თავიანთ სუვერენიტეტს ინარჩუნებენ და ფედერაციის მხრიდან უფლებამოსილებათა ფარგლების გადამეტების შემთხვევაში შეუძლიათ ამ სუვერენიტეტის რეალიზაცია კავშირიდან გასვლის ანუ სეცესიის უფლების სახით. კონსტიტუციური ხელშეკრულების თეორიას ავითარებდნენ აშშ-ის სამხრეთის შტატები (განსაკუთრებით კალგუნი) და ცალკეული ბავარიელი მეცნიერები (მაქს ზაიდელი). დღეს იგი გავრცელებულია, უწინარეს ყოვლისა, კვებეკში. კონსტიტუციური ხელშეკრულების თეორიის ცალკეული დებულებები ეწინააღმდეგება ფედერაციული სახელმწიფოს არსს, ფედერალური ხელისუფლებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებს და არ აღიარებს არანაირ განსხვავებას კონფედერაციასა (სახელმწიფოთა კავშირი) და ფედერაციას შორის.
Source: ხუბუა, გიორგი. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი: [იურიდ. ფაკ. სტუდ. / რედ.: გიორგი ინწკირველი] - თბ., 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»